ამ ტიპის სისხლჩაქცევა, როგორც წესი, არ არის სახიფათო და იშვიათად სერიოზული პათოლოგიით რომ იყოს გამოწვეული.
თუმცა ამ გარემოებების დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ სისხლჩაქცევის გამომწვევი მიზეზი:
- სისხლჩაქცევა დროთა განმავლობაში ზომაში იზრდება;
- სისხლდენას მარტივად ვერ იჩერებთ;
- თან ახლავს ძლიერი ტკივილი;
- ცხვირიდან სისხლდენა ძლიერია ან უცნაურად დიდხანს გრძელდება;
- ღამის ძლიერი ოფლიანობა, რომელიც ტანსაცმელს გისველებთ;
- მენსტრუაციისას უჩვეულოდ ბევრ სისხლს კარგავთ ან შეამჩნიეთ, რომ ციკლის სისხლში ზედმეტად დიდი ზომის შედედებაა.
ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, ძლიერი დატვირთვა, ვარჯიში;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- ორგანიზმში მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი;
- დიაბეტი;
- ვონ ვილებრანდის დაავადება;
- თრომბოფილია.
წყარო:
https://www.healthline.com/health/random-bruising#less-common-causes
