რას ნიშნავს გესტაციური ჰიპერტენზია?
გესტაციური ჰიპერტენზია არტერიული წნევაა (140/90 ან მეტი), რომელიც თავს იჩენს ორსულობის გვიან ტრიმესტრში (20 კვირის შემდეგ).
ორსულობისას მაღალი წნევა არ არის სასურველი და აუცილებელია მონიტორინგი, მართვა - წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემებია მოსალოდნელი როგორც დედის, ისე ნაყოფის ორგანიზმში.
სტატისტიკურად, გესტაციური ჰიპერტენზია ფიქსირდება ორსულთა 6-8%-ში.
სხვა ტიპის მაღალი არტერიული წნევისგან იმით განსხვავდება, რომ გესტაციური ფორმა ვლინდება მხოლოდ ორსულობისას და ქრება მშობიარობის შემდეგ.
ორსულობისას მაღალი არტერიული წნევა მოსალოდნელია შემდეგი გარემოებებისას:
- ორსულის ასაკი (20 წლამდე და 40 წელს ზემოთ);
- წინა ორსულობაშიც გქონდათ გესტაციური ჰიპერტენზია;
- გესტაციური ჰიპერტენზიით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- ორსულის ანამნეზში დიაბეტი ან გესტაციური დიაბეტი;
- გაქვთ იმუნური სისტემის დარღვევა, მაგალითად, ლუპუსი;
- გაქვთ თირკმლის დაავადება;
- ელოდებით ტყუპს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4497-gestational-hypertension
