გესტაციური ჰიპერტენზია - მაღალი არტერიული წნევა ორსულობისას

გესტაციური ჰიპერტენზია - მაღალი არტერიული წნევა ორსულობისას

რას ნიშნავს გესტაციური ჰიპერტენზია?

გესტაციური ჰიპერტენზია არტერიული წნევაა (140/90 ან მეტი), რომელიც თავს იჩენს ორსულობის გვიან ტრიმესტრში (20 კვირის შემდეგ).

ორსულობისას მაღალი წნევა არ არის სასურველი და აუცილებელია მონიტორინგი, მართვა - წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემებია მოსალოდნელი როგორც დედის, ისე ნაყოფის ორგანიზმში.

სტატისტიკურად, გესტაციური ჰიპერტენზია ფიქსირდება ორსულთა 6-8%-ში.

სხვა ტიპის მაღალი არტერიული წნევისგან იმით განსხვავდება, რომ გესტაციური ფორმა ვლინდება მხოლოდ ორსულობისას და ქრება მშობიარობის შემდეგ.

ორსულობისას მაღალი არტერიული წნევა მოსალოდნელია შემდეგი გარემოებებისას:

  • ორსულის ასაკი (20 წლამდე და 40 წელს ზემოთ);
  • წინა ორსულობაშიც გქონდათ გესტაციური ჰიპერტენზია;
  • გესტაციური ჰიპერტენზიით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • ორსულის ანამნეზში დიაბეტი ან გესტაციური დიაბეტი;
  • გაქვთ იმუნური სისტემის დარღვევა, მაგალითად, ლუპუსი;
  • გაქვთ თირკმლის დაავადება;
  • ელოდებით ტყუპს.

 

 

 

წყარო:    

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4497-gestational-hypertension