რა არის ლენტიგო?
ლენტიგო კანის მდგომარეობაა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ღვიძლის ლაქას უწოდებს. საუბარია ბრტყელ ლაქაზე, რომელიც კანის ბუნებრივ შეფერილობასთან შედარებით მუქია.
ლენტიგოს ლაქა არ იწვევს ქავილს, არ არის მტკივნეული და სახიფათო - ერთადერთი დისკომფორტი, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, ვიზუალური მხარეა. სწორედ ამიტომ ლენტიგოს მოშორება კოსმეტიკური არჩევანია და არა სამედიცინო. ლენტიგოს მოსაშორებლად ეფექტური კოსმეტიკური მეთოდებია დანერგილი.
ამ ტიპის ლაქა გავრცელებულია ხანდაზმულებში, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ბევრი ადამიანი ამჩნევს.
ლენტიგო, როგორც წესი, ჩნდება სხეულის ისეთ არეში, სადაც მზის სხივები მარტივად ხვდება, მაგალითად, სახე, ზურგი, ხელები. ლაქა შესაძლოა გაჩნდეს დროთა განმავლობაში ან უეცრად.
ლენტიგოსგან დაზღვეული არავინაა, მოსალოდნელია ნებისმიერ ასაკსა და სქესში. რისკ-ფაქტორებია:
- ღია ფერის კანი;
- დიდ დროს ატარებთ მზეზე;
- გაქვთ მზის დამწვრობა;
- ხართ სოლარიუმის მოყვარული;
- ანამნეზში ფოტოთერაპია ან რადიაციული თერაპია.
წყარო:
