გლუტენი - რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ამ ცილაზე რეაქცია?

გლუტენი - რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ამ ცილაზე რეაქცია?

რა არის გლუტენი?

გლუტენი ცილაა, რომელიც თითქმის ყველა ნაწარმში გვხვდება, მაგალითად, შეიძლება იყოს პურის, პასტას და ლუდის ინგრედიენტი, ასევე დაერთოს კოსმეტიკისა თუ საკვები დანამატების შემადგენლობას.

იგი ბუნებრივი ცილაა, თუმცა კონცენტრირებული ფორმაც არსებობს და იძენს როგორც საკვებისა და სხვა პროდუქციის დანამატის, გემოსა თუ ტექსტურის ფუნქციას. გლუტენი ზოგჯერ დამაკავშირებელი აგენტია, კერძოდ, გამოიყენება დამუშავებული საკვების შესაერთებლად და სასურველი ფორმის მისაღებად.

ადამიანებს საჭმლის მომნელებელი ენზიმები აქვთ, რომელიც საკვების დაშლას უწყობს ხელს. ენზიმი სახელწოდებით პროთეაზა ორგანიზმს პროტეინის დამუშავებაში ეხმარება, თუმცა ეს ფერმენტი სრულყოფილად ვერ შლის გლუტენს. მოუნელებელი გლუტენი წვრილ ნაწლავში მარტივად აღწევს - ამის მიუხედავად ადამიანების უმეტესობა მას უპრობლემოდ უმკლავდება, თუმცა ზოგიერთ ორგანიზმში ეს ცილა ავტოიმუნურ რეაქციას და სხვა უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს. ამ ავტოიმუნურ რეაქციას სამედიცინო ენაზე ცელიაკიის დაავადება ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ სავსებით შესაძლებელია ადამიანს არ ჰქონდეს ანამნეზში ცელიაკიის დაავადება, თუმცა გლუტენის შემცველი საკვების მიღებისას თავი ცუდად იგრძნოს, მაგალითად, გამოუვლინდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: შებერილობა, დიარეა, თავის ტკივილი და ალერგიული ტიპის გამონაყარი. გაითვალისწინეთ, ეს შესაძლოა იყოს რეაქცია ცუდად მონელებულ ნახშირწყლებზე და არა მგრძნობელობა უშუალოდ გლუტენის მიმართ. სენსიტიური კუჭის მქონე ადამიანებს დისკომფორტი აქვთ ამ ფერმენტაციისგან და არა ყოველთვის გლუტენის გამო.

გლუტენი მავნებელია იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ შემდეგი დიაგნოზი:

  • ცელიაკიის დაავადება;
  • არაცელიაკური გლუტენის მიმართ მგრძნობელობა ან ცნობილი როგორც გლუტენის აუტანლობა;
  • ალერგია ხორბალზე;
  • გლუტენ ატაქსია - იშვიათი ნევროლოგიური ავტოიმუნური დარღვევა, რომელიც თქვენს ორგანიზმს აიძულებს თავს დაესხას ტვინის ნაწილებს და ასე გამოხატავს გლუტენის მიმართ რეაქციას.

 

 

წყარო:  

https://www.hopkinsmedicine.org/health/wellness-and-prevention/what-is-gluten-and-what-does-it-do