მელატონინი - ძილის ჰორმონი

მელატონინი - ძილის ჰორმონი

რა არის მელატონინი?

მელატონინი ბუნებრივი ჰორმონია, რომელიც ტვინში პინეალური ჯირკვლის მიერ გამომუშავდება. ეს ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმისთვის, რომ მშვიდად დაძინება შეძლოთ.

იგი აუცილებელია ორგანიმის დაძინება-გაღვიძების ციკლისთვის - სწორედ მელატონინის ფუნქციონირების შედეგად გრძნობთ დაღლილობას დღის ბოლოს და დილით დასვენებული იღვიძებთ. 

მელატონინის დონე ჭარბი დოზით იზრდება სიბნელეში და მცირდება დღის სინათლეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძილის დროს და ღამით დიდი რაოდენობით მელატონინს ატარებთ და დღის საათებში ეს ჰორმონი სისხლში მცირე დოზითაა. რაც უფრო გრძელია ღამე, მით მეტი მელატონინი გამოიყოფა. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ზამთარში გაცილებით ადრე იძინებს (მოგეხსენებათ, ამ სეზონზე მზე ნაკლები დროით კაშკაშებს და უფრო მეტად ბნელა).

ცნობისათვის, როგორც წესი, მამაკაცებთან შედარებით ქალებს გაცილებით მეტი დოზით მელატონინი აქვთ.

ბუნებრივი მელატონინის დონე იცვლება ასაკის მიხედვით. ახალშობილები საკუთარ მელატონინს არ გამოიმუშავებენ - დაბადებამდე ითვისებენ პლაცენტიდან, ხოლო დაბადების შემდეგ მელატონინი ჩვილის ორგანიზმში ხვდება ძუძუს რძით ან ხელოვნური რძით. პატარა ადამიანები მელატონინის ციკლს იწყებენ 3-4 თვის ასაკიდან. 

მელატონინის დონე ჭარბი დოზითაა ბავშვებსა და თინეიჯერებში, გარდატეხის ასაკამდე. გარდატეხის ასაკის შემდეგ მელატონინის დონე სტაბილურად მცირდება. დონე სტაბილურია 40 წლამდე ასაკამდე. თავისთავად, მელატონინის მაჩვენებელი ქვეითდება ბუნებრივი დაბერების პროცესის პარალელურად. 

მელატონინის დონე დგინდება შესაბამისი ანალიზით - პაციენტები ლაბორატორიულ კვლევას იტარებენ ჩივილის გამოვლენის შემდეგ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/articles/23411-melatonin