რა არის ნეფროტული სინდრომი?
ნეფროტული სინდრომის გამო თირკმელი შარდში ზედმეტ ცილას გამოიმუშავებს.
ნეფროტული სინდრომი სერიოზული დაავადებაა და მკურნალობის გარეშე მეორეული გართულებების გამო სიცოცხლისთვის საშიშია.
ამ დიაგნოზისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა გაცილებით ხშირია იმ პირებში, ვისაც აქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის დაავადება, ალერგია, ნეფროტული სინდრომით ავადობის ოჯახური ანამნეზი.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- შარდში დიდი ზომის ცილა;
- სისხლში ჭარბი ცხიმი და ქოლესტეროლი;
- შეშუპება;
- სისხლში ალბუმინის მცირე რაოდენობა;
- უმადობა;
- საერთო სისუსტე;
- მუცლის ტკივილი;
- ქაფიანი შარდი;
- ორგანიზმი კარგავს სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს, რაც ამძიმებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას.
ნეფროტული სინდრომის ყველაზე გავრცელებული გართულებებია:
- თირკმლის მწვავე დაზიანება;
- ანემია;
- კორონარული არტერიის დაავადება;
- ჰიპერტენზია;
- ჰიპოთირეოზი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/5989-nephrotic-syndrome
