ვაგინაზე მუწუკი გავრცელებული სიმპტომია, უცნაური არაფერია.
ბევრი ადამიანის აზრით, აკნე სახისა და ზურგის პრობლემაა, შესაბამისად, ვაგინის მიდამოში ნაკლებად ელის - სწორედ ამ დამოკიდებულების გამო მოსალოდნელია გქონდეთ უსიამოვნო შეგრძნება და პანიკა მუწუკის დანახვისას.
როგორც წესი, გამომწვევი მიზეზია პარსვით მიმდინარე გაღიზიანება, ფორების დახშობა ან თმის ჩაბრუნება - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მუწუკი გაქრება ერთი კვირის განმავლობაში; წაისვით მხოლოდ მალამო და დაიცავით ადგილობრივი ჰიგიენა (დაუშვებელია მუწუკის გამორწყვა).
გენიტალური მუწუკის პრევენციისთვის რეკომენდებულია:
- არ ჩაიცვათ კანზე ზედმეტად მოჭერილი საცვალი;
- საცვალი უნდა იყოს ბამბის ან ისეთი ქსოვილის, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს;
- გენიტალური არე დაიბანეთ ყოველდღე და გამოიყენეთ მსუბუქი საპონი;
- უნდა დაკავდეთ უსაფრთხო სექსით;
- ოფლიანი ტანსაცმელი უნდა გაიხადოთ;
- თუ ვაგინის არე გაღიზიანებულია მოერიდეთ გაპარსვას;
- მენსტრუაციის დროს ტამპონი ან საფენი რეგულარულად შეიცვალეთ.
აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს შემდეგი სიმპტომების დროს:
- გენიტალური მუწუკი ჩნდება რეგულარულად;
- მუწუკი მტკივნეულია ან დიდი ზომის;
- ეჭვობთ, რომ ვაგინის არეში მუწუკი აკნესმიერი არაა და სხვა ტიპის სიმპტომი გაქვთ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22019-pimple-on-vagina
