ტვინი და ნერვული სისტემა ორგანიზმის თითქმის ყველა ფუნქციაზეა პასუხისმგებელი.
სწორედ ამიტომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება საყურადღებოა და დაკვირვებას, მონიტორინგს საჭიროებს.
გავრცელებული ნევროლოგიური სიმპტომებია:
- მწვავე ან უეცარი თავის ტკივილი;
- უმიზეზო დაბუჟება ან სისუსტე;
- მეხსიერების პრობლემა ან დაბნეულობა;
- შეტევა;
- მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
- პაციენტს უჭირს საუბარი ან ვერ აღიქვამს რასაც ეუბნებით;
- ბალანსისა და კოორდინაციის პრობლემა;
- ქრონიკული თავბრუსხვევა.
ზოგიერთი ნევროლოგიური სიმპტომი სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
პაციენტი უნდა გადაიყვანოთ უახლოეს ემერჯენსი დეპარტამენტში შემდეგი ნიშნების გამოვლენისას:
- გონების უეცარი დაკარგვა;
- ეპილეფსიური შეტევა გრძელდება 5 წუთზე მეტხანს;
- ინსულტის ნიშნები;
- თავის ძლიერი ტრავმა.
წყარო:
https://communityneuroservices.com/neurological-red-flags-when-to-see-a-neurologist/
