როგორ აუმჯობესებს თევზაობა ჯანმრთელობის მდგომარეობას?

როგორ აუმჯობესებს თევზაობა ჯანმრთელობის მდგომარეობას?

გიყვართ თევზაობა?

თევზაობა ბევრი ადამიანის საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს ჰობი ორგანიზმს გემრიელ თევზთან ერთად სხვა სასიკეთო ცვლილებებითაც ასაზრდოებს.

პირველ რიგში დავიწყოთ ბუნებითა და სუფთა ჰაერით, წყალთან ახლო კონტაქტით - თითოეული ეს დეტალი დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე; უმჯობესდება იმუნიტეტი, მეტაბოლიზმი, ძილის რეჟიმი.

სხეული იკვებება მზის სხივებით, შესაბამისად, ბუნებრივი გზით ითვისებს D ვიტამინს.

როგორც წესი, თევზაობენ მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან ერთად, რაც პოზიტიური ენერგიის გაცვლისა და სოციალური კავშირების გაუმჯობესების გარანტია.

სასიამოვნო ფინალი თევზია, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას შეიცავს და მათ შორის  ომეგა3 ცხიმოვან მჟავას. ეს გემრიელი საკვები სასარგებლოა მხედველობისთვის, ნერვული სისტემისთვის, სისხლის უჯრედისთვის.

წარმოგიდგენთ კიდევ რამდენიმე მიზეზს, რომელიც თევზაობას უფრო მეტად შეგაყვარებთ:

  • გეხმარებათ სტრესისა და შფოთვის დაძლევაში;
  • უმჯობესდება კონცენტრაცია;
  • სწავლობთ მოთმინებას, სიმშვიდის შენარჩუნებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:   

https://fishingbooker.com/blog/health-benefits-of-fishing/