ცერვიკოგენური თავის ტკივილი - თავის ტკივილი, რომელიც კისრიდან იწყება

ცერვიკოგენური თავის ტკივილი - თავის ტკივილი, რომელიც კისრიდან იწყება

რა არის ცერვიკოგენური თავის ტკივილი?

ცერვიკოგენური თავის ტკივილი არის თავის ტკივილი, რომელიც კისერში იწყება. ამ ტიპის თავის ტკივილის სამკურნალოდ მოწოდებულია ფიზიოთერაპია და მედიკამენტები.

ცერვიკოგენური თავის ტკივილი მეორეული თავის ტკივილია, რომელსაც დაავადება იწვევს. ზოგიერთი გამომწვევი მიზეზი სერიოზულია, მაგალითად, თუ ამ სიმპტომის ხელშემწყობია ტრავმა. და ზოგადა,ტკივილი მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების რიტმს.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ თავი გტკივათ ტრავმის გამო ან თავის ტკივილი არ ყუჩდება, მწვავდება. 

ცერვიკოგენური თავის ტკივილისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

• თავის ტკივილი ერთ მხარეს; 
• კისერს ვერ ამოძრავებთ ან კისრის მოძრაობისას თავის ტკივილი მწვავდება. 

ცერვიკოგენური თავის ტკივილი შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა გაცილებით ხშირია 30 წელს გადაცილებულებში.

შემდეგი მდგომარეობები პოტენციურად ასოცირდება ცერვიკოგენურ თავის ტკივილთან:

• ართრიტი; 
• მოტეხილობა; 
• ნერვის დაჭიმულობა; 
• დისკის ამოვარდნა;
• კუნთების დაჭიმულობა; 
• სიმსივნე; 
• კისრის დაჭიმულობა. 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/cervicogenic-headache