კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობა

კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობა

ინფარქტი და ინსულტი, კარდიოვასკულარული დაავადების 2 ფორმა, კვლავ რჩება სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიად მსოფლიოში.

რისკ-ფაქტორებია: კარდიოვასკულარული მდგომარეობებით ავადობის ოჯახური ანამნეზი, თამბაქო, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, მაღალი არტერიული წნევა. ბევრი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, თუმცა ფაქტია, რომ ზედმეტი წონა დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

კარდიოვასკულარული ჯანმრთელობის ოპტიმალური განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:

  • სხეულის მასის ინდექსისა და წონის გარშემოწერილობის იდეალური მაჩვენებელი;
  • სისხლში შაქრის დოზა ნორმაზე;
  • ქოლესტერინის იდეალური დონე;
  • ნორმალური არტერიული წნევა;
  • ანამნეზში არ უნდა ფიქსირდებოდეს კარდიოვასკულარული დაავადება.

კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დამოუკიდებლად შესაძლოა გაგიჭირდეთ, რადგან პროგრესისთვის ზოგჯერ მედიკამენტური თერაპიაა საჭირო, მაგალითად, თუ კლინიკური შემთხვევა შაქრის ან წნევის ნორმალიზებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია:

  • რეგულარულად შეამოწმოთ სისხლში შაქრის დოზა, არტერიული წნევა და ქოლესტერინი;
  • ჭარბი წონის შემთხვევაში დაიკლოთ ზედმეტი კილო;
  • უნდა შეწყვიტოთ თამბაქოს მოწევა.

 

 

წყარო:  

https://www.health.harvard.edu/blog/how-good-is-your-cardiometabolic-health-and-what-is-that-anyway-202208182803