ნეკნის დაჟეჟილობა

ნეკნის დაჟეჟილობა

როგორ ვიმკურნალოთ სახლში და როდის მივმართოთ ექიმს?

ნეკნის დაჟეჟილობა შეიძლება მიიღოთ წაქცევით ან შეჯახებით - ამ ტიპის ტრავმა ხშირია სპორტული აქტივობისას. სამედიცინო ენაზე მას კონტუზია ეწოდება.

ბევრი ადამიანის აზრით, დაჟეჟილობა ნიშნავს იმ უბანს, სადაც ჩალურჯება/სისხლჩაქცევაა, თუმცა ძლიერი ტრავმისას სავსებით მოსალოდნელია დაზიანდეს შიდა სივრცე, რასაც ვიზუალურად უბრალოდ ვერ შენიშნავთ. მაგალითად, ნეკნის, ძვლის დაჟეჟილობას კომპიუტერული კვლევის გარეშე ვერ აღმოაჩენთ.

ნეკნის არეში მიღებული ტრავმა ტკივილს იწვევს - დისკომფორტი მწვავდება ღრმად ჩასუნთქვის, ხველების ან ცემინების ფონზე. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ნეკნის დაჟეჟილობა იკურნება თავისით, სპეციალური სამედიცინო ჩარევის გარეშე.

სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას შემდეგი სიმპტომების დროს:

  • გიჭირთ სუნთქვა;
  • სიცხე;
  • ადრე არ გაწუხებდათ ხველა და ახლა გამოგივლინდათ ან ძლიერად გახველებთ;
  • მწვავე ტკივილი.

მსუბუქი დაჟეჟილობის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, რეკომენდებულია:

  • დაისვენეთ და მოერიდეთ ნებისმიერ ისეთ აქტივობას, რომელიც გაამწვავებს დაზიანებულ უბანს;
  • ქსოვილში გახვეული ყინული 10-20 წუთის განმავლობაში დაიდეთ;
  • დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი;
  • მდგომარეობის გაუმჯობესებისას, როგორც კი ტკივილი ალაგდება, ნელა დაუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს;
  • გახსოვდეთ, ნეკნის დაჟეჟილობას ზოგჯერ კვირა და რამდენიმე თვეც კი სჭირდება სრულად რომ განიკურნოს, შესაბამისად, თუ ტკივილი ისევ დაბრუნდება ხელახლა მოგიწევთ დასვენება.

წყარო:   

https://myhealth.alberta.ca/Health/aftercareinformation/pages/conditions.aspx?hwid=ace3390