სიმსუქნე, სტრესი, არააქტიური ცხოვრების წესი - კიდევ რომელი ფაქტორი იწვევს ქრონიკულ ჰიპერტენზიას?

სიმსუქნე, სტრესი, არააქტიური ცხოვრების წესი - კიდევ რომელი ფაქტორი იწვევს ქრონიკულ ჰიპერტენზიას?

მაღალი არტერიული წნევა არ არის მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი.

იგი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემაა და განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანი მაღალ წნევას ქრონიკულად ატარებს.

ახლო კავშირი იკვეთება სიმსუქნესა და ქრონიკულ ჰიპერტენზიას შორის; სტატისტიკურად, ქრონიკული ჰიპერტენზიის მქონე პირთა 75% ზედმეტ წონასაც ებრძვის.

სხეულის ჭარბი წონისას გული ზეგანაკვეთურად მუშაობს სისხლის ცირკულირება რომ შეძლოს. თავისთავად, ეს მუდმივი წნევა/ზეწოლა ქრონიკული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების ხელშემწყობი მიზეზია. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, სიმსუქნეს ხშირად ახლავს თან ისეთი მდგომარეობები როგორიცაა ძილის აპნოე და მეტაბოლური სინდრომი, რაც მაღალი არტერიული წნევის რისკს ამწვავებს.

ექიმების განმარტებით, დიაბეტიან პაციენტებს ანამნეზში ხშირად უფიქსირდებათ მაღალი წნევა.

ზოგჯერ წნევის მატების მიზეზი ორსულობაა. თუმცა აუცილებელია იმის იდენტიფიცირება ქრონიკულ ჰიპერტენზიასთან გვაქვს საქმე თუ ორსულობით გამოწვეულ ჰიპერტენზიასთან. ჰიპერტენზია ქრონიკულია თუ მაღალი წნევა ფიქსირდებოდა ორსულობამდე.

ორსულობაში წნევის მატებას რამდენიმე ფაქტორი იწვევს, კერძოდ, ზედმეტი წონა, ჰიპერტენზიის ოჯახური ანამნეზი და ორსულის ასაკი (განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულები).

თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს მოუწოდებენ მუდმივად აკონტროლონ არტერიული წნევა. დაავადების გამო თირკმელი სათანადოდ ვერ ფილტრავს სისხლს, შესაბამისად, ორგანიზმში ზედმეტი ტოქსინები გროვდება. ჯაჭვური რეაქციის ფონზე არტერიული წნევა მაღალია.

მედიკოსები ადასტურებენ, რომ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მიზეზი გენეტიკაა. დიახ, ზოგიერთი ადამიანი მემკვიდრეობით ითვისებს ისეთ გენს, რომელიც ქრონიკული ჰიპერტენზიისადმი წინასწარგანწყობილს ხდის.

არტერიული წნევის მატების მიზეზი სავსებით შესაძლებელია იყოს ქრონიკული სტრესი და არააქტიური ცხოვრების წესი.

 

 

 

 

 

წყარო:  

https://icfamilymedicine.com/eight-causes-of-chronic-hypertension/