საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევები

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევები

რას ნიშნავს ეს დიაგნოზი?

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ ის სახსრები ზიანდება, რომელიც ყბას მოძრაობაში ეხმარება. 

პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ტკივილს, ჰქონდეს დისკომფორტი ღეჭვისას. გავრცელებუი დიაგნოზია - როგორც წესი, აწუხებთ 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: 

• ყბის ან სახის ტკივილი; 
• თავის ტკივილი; 
• ყბის გაშეშება ან ჩაკეტვა; 
• პაციენტს უჭირს პირის გაღება ან დახურვა; 
• ყურის ტკივილი; 
• ზარის რეკვის მსგავსი წკრიალის ხმა ყურში; 
• კბილის ტკივილი; 
• კისრის ან მხრის ტკივილი. 

გამომწვევი მიზეზებია: 

• ტრავმა ყბის არეში; 
• კბილების კრაჭუნი; 
• ყბის ართრიტი; 
• სტრესი, რომელიც ყბის დაჭიმულობას იწვევს.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მდგომარეობას შესაძლოა ამწვავებდეს ისეთი ჩვევა როგორიცაა: 

• იკვნეტთ ფრჩხილს, ღეჭავთ კალმისტარს ან ყინულს; 
• სხეულის ცუდი პოზა; 
• ჭამისას საკვების დიდ ნაჭერს ღეჭავთ;
• მუცელზე ძილი. 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15066-temporomandibular-disorders-tmd-overview