რა არის მელანონიქია?
მელანონიქია არის ყავისფერი ან შავი შეფერილობა ფრჩხილზე.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში უვნებელია, თუმცა ზოგჯერ შეიძლება კანის კიბოს ან სხვა დაავადების მანიშნებელი იყოს. როგორც ამბობენ, ფრჩხილი ორგანიზმის სახეა, შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება საყურადღებოა. მელანონიქია შესაძლებელია გაჩნდეს ფეხისა და ხელის ნებისმიერ თითზე.
მელანონიქიას იწვევს ფრჩხილის ფირფიტაში მდებარე მელანინის დეპოზიტი. მელანინი ნივთიერებაა, რომელიც თმას, თვალებსა და კანს შეფერილობას აძლევს. ფრჩხილის უჯრედი, რომელიც მელანინს შეიცავს, არააქტიურია - მისი გააქტიურება ხდება გარკვეული მდგომარეობის ან სიტუაციის ფონზე.
მელანონიქიის ძირითადი სიმპტომი ფრჩხილის მუქი შეფერილობაა. ვიზუალურად გამოიყურება როგორც:
- ყავისფერი ან შავი;
- ვერტიკალური ხაზი;
- ჰორიზონტალური ხაზი;
- დაფარულია მთლიანი ფრჩხილი.
გამომწვევი მიზეზებია:
- ხალი ფრჩხილში;
- ჩალურჯება, სისხლჩაქცევები;
- განმეორებითი ტრავმა ფრჩხილზე;
- გენეტიკა;
- შემაერთებელი ქსოვილის დაავადება;
- სოკოვანი და ბაქტერიული ინფექცია;
- ჰორმონული მდგომარეობები;
- გარკვეული სამედიცინო პროცედურები;
- ორგანიზმში საკვები ნივთიერებების დეფიციტი;
- მედიკამენტის გვერდითი ეფექტი და სხვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/melanonychia
