რა არის ფოტომგრძნობელობა?
ფოტომგრძნობელობა არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ კანი მზის სხივებზე ან ულტრაიისფერ გამოსხივებაზე უარყოფითად რეაგირებს.
მზის დამწვრობისგან განსხვავებით ფოტომგრძნობელობისთვის დამახასიათებელი ნიშნები რამდენიმე წუთში ჩნდება. თუ მზეზე ცოტა ხნით ყოფნის დროსაც კი რეაქცია ჩნდება უნდა მიმართოთ ექიმს.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• გამონაყარი;
• კანის ქავილი;
• შეშუპებული კანი;
• კანი იცვლის ფერს;
• აქერცლილი კანი.
თუ მგრძნობელობა კანის დიდ არეს ფარავს, ვლინდება გაცილებით მწვავე სიმპტომები, კერძოდ:
• თავბრუსხვევა;
• თავის ტკივილი;
• გულისრევა;
• სისუსტე;
• ხიხინი.
ფოტომგრძნობელობის გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
• ავტოიმუნური მდგომარეობები;
• გენეტიკური დაავადებები;
• ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
• კანის დაავადებები;
• კანის მოვლის პროდუქცია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/photosensitivity
