ათერექტომია - პროცედურა შევიწროებული ან დახშული არტერიების სამკურნალოდ

ათერექტომია - პროცედურა შევიწროებული ან დახშული არტერიების სამკურნალოდ

რა არის ათერექტომია?

ათერექტომია მინიინვაზიური პროცედურაა, რომლის მიზანიცაა ფოლაქების მოცილება და შევიწროებული ან დახშული არტერიების გაფართოება. ამ პროცედურის მეშვეობით, ორგანიზმში აღდგება სისხლის მიმოქცევის ნორმალური პროცესი და შემცირდება პერიფერიული არტერიული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტოები.

დიაგნოსტირებისთვის ინიშნება შემდეგი ტიპის კვლევები: 

• ანგიოგრაფია; 
• სისხლძარღვების ულტრაბგერა.

ათერექტომია ტარდება ანესთეზიით, შესაბამისად, პაციენტი ვერაფერს გრძნობს.

ვინაიდან მინიინვაზიური ჩარევა ხდებაქირურგი არტერიებამდე მისაღწევად პატარა ზომის ჩხვლეტას ახორციელებს - ათერექტომია ხორციელდება 2 საათის განმავლობაში. პაციენტების უმეტესობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება პროცედურიდან რამდენიმე დღეში.

დაუკავშირდით ექიმს თუ ათერექტომიის შემდეგ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

• საზარდულში ან ფეხში მტკივნეული არე; 
• შეშუპება; 
• სიწითლე ან სიმხურვალე; 
• ნამკურნალებელ ფეხში სიცივე ან დაბუჟება. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/treatments/17310-pad-atherectomy