ჰიპერქოლესტეროლემია - როცა სისხლში ცუდი ქოლესტერინი ჭარბი რაოდენობით გროვდება

ჰიპერქოლესტეროლემია - როცა სისხლში ცუდი ქოლესტერინი ჭარბი რაოდენობით გროვდება

რა არის ჰიპერქოლესტეროლემია?

ჰიპერქოლესტეროლემია არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ სისხლში ჭარბი დოზითაა დაგროვილი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (ცუდი ქოლესტერინი).

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში იკურნება ცხოვრების ჯანსაღი სტილით (კვების რაციონის შეცვლა და ვარჯიში). სხვა შემთხვევებში საჭიროა მედიკამენტური თერაპია, რომელიც ქოლესტერინის დონეს ნორმაზე დასწევს.

ცუდი ქოლესტერინის დროს ცხიმი არტერიებში გროვდება (ათეროსკლეროზი), რაც გულის შეტევისა და ინსულტის რისკს ზრდის. ათეროსკლეროზი კარდიოვასკულარული დაავადების მთავარი მიზეზია.

რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • დიაბეტი;
  • კარგი ქოლესტერინის დეფიციტი.

ჰიპერქოლესტეროლემია ძალიან გავრცელებულია, მაგალითად, ყოველი 20 ადამიანიდან ერთს ეს დიაგნოზი აქვს.

ბევრ პაციენტს სიმპტომები არ აქვს, თუმცა მწვავე ჰიპერქოლესტეროლემიის დროს ქუთუთოს კანზე ქოლესტერინის დეპოზიტები (ქსანთელაზმა) გროვდება. ქოლესტერინის დეპოზიტები მოსალოდნელია შემაერთებელ ქსოვილებზეც (ქსანთომა).

ჰიპერქოლესტეროლემიის გამომწვევი მიზეზებია:

  • გენეტიკა;
  • რაციონი, რომელიც დიდი დოზით შეიცავს დამუშავებულ და ტრანს ცხიმებს;
  • არ ვარჯიშობთ;
  • თამბაქო;
  • ღვიძლის ობსტრუქციული დაავადება;
  • დიაბეტი;
  • ნერვული ანორექსია;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ნეფროტული სინდრომი და სხვა.

წყარო:         

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23921-hypercholesterolemia