რა არის მუნი?
მუნი კანის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტკიპა, პარაზიტი სახელწოდებით Sarcoptes scarbiei. ექიმის მიერ გამოწერილი სპეციალური მედიკამენტი პაციენტს სიმპტომებს უმსუბუქებს და ტკიპასაც კლავს.
მუნი აქვს მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტ ადამიანს. უფრო მეტადაა გავრცელებული ტროპიკულ ქვეყნებში, თუმცა ინფექცია მოსალოდნელია ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც.
მუნი იწვევს ძლიერ ქავილსა და გამონაყარს.მუნისმიერი გამონაყარი ვრცელდება ნელა, მაგალითად, კვირისა თუ თვის განმავლობაში.
გამონაყართან ერთად მუნის სიმპტომებია:
მუნის ტკიპა ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე - გადაცემის გზაა პირდაპირი კონტაქტი ინფიცირებული პირის კანთან. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გადამდებია მუნის მქონე ადამიანის პირსახოცის, ტანსაცმლისა თუ ლოგინის თეთრეულის გამოყენებაც.
გაითვალისწინეთ, შინაური ცხოველი ამ ინფექციას ვერ გადაგდებთ, რადგან ტკიპა, რომელიც მის კანზე ცხოვრობს, ადამიანის ორგანიზმში ვერ ჩერდება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4567-scabies
