ამის აღიარების არ უნდა მოგვერიდოს - დიახ, უმეტეს ჩვენგანს სურს ბედნიერი იყოს.
თუ კარგი ცხოვრება გაქვთ, მაგრამ ბედნიერებას ვერ მიაგენით, სავარაუდოდ, გაწუხებთ შფოთვა და დაბნეულობა, რადგან დისკომფორტის მიზეზს ვერ პოულობთ. ხშირად ადამიანებს, რომლებსაც თითქმის სრულყოფილი ცხოვრება აქვთ, დანაშაულის შეგრძნებაც კი აწუხებთ თუ რატომ ვერ გრძნობენ შვებას და სიხარულს იმ ყველაფრით, რაც აქვთ და რასაც ათასობით მისი ნაცნობი უბრალოდ შორიდან შენატრის.
ბედნიერება დროებითი ემოციაა, რომელსაც იწვევს სხვადასხვა პოზიტიური სიტუაცია, მაგალითად, ხელფასის გაზრდა, სასიყვარულო შეტყობინება, სასიამოვნო საჩუქარი და სხვა.
შეიძლება მიზეზი სოციალური წრე იყოს, სადაც დიდ დროს ატარებთ. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია სანაცნობო წრეს თქვენს ცხოვრებისეულ შეხედულებაზე, ემოციურ განწყობასა თუ ენთუზიაზმზე. თუ დღის დიდ მონაკვეთს უთმობთ უარყოფით პირებს, რომლებიც მხოლოდ წუწუნებენ და ნეგატივს აფრქვევენ, რასაკვირველია, ბედნიერი ვერ იქნებით.
თუ თქვენს ცხოვრებას ადარებთ სოციალურ მედიაში აფრიალებულ ფოტო თუ ვიდეო მასალებს, თავისთავად, გაგიჭირდებათ იმის აღიარება როგორი ბედნიერი ხართ. თუ ვინმე სოციალურ ქსელში მხოლოდ მოგზაურობის ან წვეულებების კადრებს აქვეყნებს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ასეთი მხიარული წუთები აქვს და რომც ჰქონდეს რატომ ცდილობთ მისი ცხოვრება თქვენსას ჰგავდეს?
კიდევ ერთი და ძალიან გავრცელებული შეცდომაა ის, რომ საკუთარ თავს ზედმეტად ბევრს ვთხოვთ და ზოგჯერ მიზნად სრულიად არარეალურ გეგმას ვისახავთ. თუ წარმატებისკენ მიმავალი პაწაწინა ნაბიჯები სიხარულს არ გგვრით, ვერც მწვერვალზე ყოფნისას იქნებით ბედნიერი.
ზოგჯერ უარყოფითი განწყობის მიზეზი ფსიქოლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული და თუ ნეგატიური ემოციები მუდმივად ხელს გიშლით ბედნიერებაში, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
წყარო:
https://www.betterhelp.com/advice/happiness/my-life-is-great-so-why-cant-i-be-happy/
