ყვითელი ფრჩხილი

ყვითელი ფრჩხილი

ფრჩხილის სტრუქტურა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის კარგი ინდიკატორია.

ეჭვი უნდა მიიტანოთ ინფექციაზე ან სოკოზე თუ ფრჩხილი ფერს შეიცვლის. ზოგჯერ ფერის შეცვლის მიზეზი ფრჩხილის ლაქი ან ალერგიული რეაქციაა. ფრჩხილმა შესაძლოა ყვითელი შეფერილობა მიიღოს ორგანიზმში ვიტამინებისა თუ მინერალების დეფიციტის დროსაც.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ყვითელი ფრჩხილი ისეთი სერიოზული დაავადებების სიმპტომია როგორიცაა ფილტვის ქრონიკული პათოლოგიები, ლიმფატიური ობსტრუქცია, რევმატოიდული ართრიტი.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში განმეორებითი მკურნალობის კურსის მიუხედავად ფრჩხილი კვლავ ყვითელი გაქვთ და ამის მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ფსორიაზი ან დიაბეტია.

ფრჩხილის ფერის ცვლილების საპრევენციოდ მოწოდებულია დაიცვათ ხელის ჰიგიენა. ისარგებლეთ მხოლოდ იმ სილამაზის სალონებისა და სპა ცენტრების მომსახურებით, სადაც დაცულია ყველა სანიტარული ნორმა. ლაქის მოსაშორებელი საშუალება გამოიყენეთ მხოლოდ კვირაში ერთხელ. ყოველთვის მოიწესრიგეთ ფრჩხილქვეშ მდებარე სივრცე - მოიწმინდეთ ჭუჭყი თითის ამ არედან.

ფეხის თითის ინფექციებისგან თავი რომ დაიცვათ ყოველთვის უნდა ჩაიცვათ ახალი და სუფთა წინდები, ასევე სუფთა ჰაერზე გქონდეთ ტერფი.

თუ სახლში გატარებული მკურნალობის კურსის მიუხედავად 10 დღიდან 2 კვირის ვადაში ფრჩხილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მიმართეთ ექიმს. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ ფრჩხილზე გაჩნდა მუქი შეფერილობის ხაზი.

 

 

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/yellow-nails