იუმორი, პოზიტიური პიროვნული თვისება, დადებითად აისახება ორგანიზმზე.
სიცილი გვეხმარება გავიუმჯობესოთ როგორც ფიზიკური, ისე მენტალური მდგომარეობა, ჩამოვიყალიბოთ მყარი სოციალური ურთიერთობები, გავიცნოთ უცხო ადამიანები და მარტივად დავამყაროთ ახალი კავშირები.
აი, რა დადებითი ცვლილებები ხდება ორგანიზმში, როცა იცინით:
• ძლიერდება იმუნიტეტი;
• უმჯობესდება გულის მდგომარეობა;
• მცირდება მეტაბოლური სინდრომის რისკი;
• ყუჩდება ტკივილი;
• ძლიერდება მუცლის კუნთები;
• ქვეითდება სტრესის დონე;
• სუსტდება დეპრესიული განწყობა;
• გვავიწყდება პრობლემები, ცოტა ხნით ყურადღება გადაგვაქვს პოზიტიურ საკითხზე;
• იცვლება ჩვენი ხედვა, პერსპექტივა გარემოსა თუ გარშემომყოფების მიმართ.
ფეისბუქის სათაური:
იუმორი, პოზიტიური პიროვნული თვისება, დადებითად აისახება ორგანიზმზე.
წყარო:
https://www.verywellmind.com/the-stress-management-and-health-benefits-of-laughter-3145084
