მინიმუმ 6 მიზეზი თუ რატომ უნდა ისეირნოთ - აი, რა სასიკეთო ცვლილებები ხდება ორგანიზმში ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე

მინიმუმ 6 მიზეზი თუ რატომ უნდა ისეირნოთ - აი, რა სასიკეთო ცვლილებები ხდება ორგანიზმში ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე

სტატია წაიკითხეთ და გაისეირნეთ, რადგან ამაზე უკეთეს ვარჯიშს ორგანიზმისთვის ვერ ინატრებთ.

რაც უფრო ააჩქარებთ ტემპს, გაზრდით დისტანციასა და სეირნობის სიხშირეს, მით მეტ სარგებელს მოუტანთ ორგანიზმს. თუმცა გახსოვდეთ, რომ თუ მანამდე რეგულარულად არ ვარჯიშობდით აუცილებელია ნაკლები ინტენსივობით დაიწყოთ და სხეული ფიზიკურ აქტივობას ეტაპობრივად შეაჩვიოთ. მაგალითად, პირველ დღეს მხოლოდ 5-10 წუთი ისეირნეთ და შემდეგ გაზარდეთ დროც და მანძილიც.

რეგულარული სეირნობით ორგანიზმს ამ სასარგებლო თვისებებით ასაჩუქრებთ:

  • ინარჩუნებთ ჯანსაღ, რეკომენდებულ წონას;
  • სიმსუქნის შემთხვევაში იკლებთ ზედმეტ კილოგრამებს;
  • ამ მდგომარეობების პრევენციას ახდენთ ან სხეულს ეხმარებით უკეთ მართოს თუ ანამნეზში უკვე ფიქსირდება: გულის დაავადება, ინსულტი, მაღალი არტერიული წნევა, კიბო, მეორე ტიპის დიაბეტი;
  • უმჯობესდება კარდიოვასკულარული ფიტნესი;
  • მკვრივდება/ძლიერდება ძვალი და კუნთი;
  • იზრდება ენერგიის დონე;
  • უმჯობესდება განწყობა, მეხსიერება, შემეცნებითი უნარი;
  • უმჯობესდება ბალანსი და კოორდინაცია;
  • ძლიერდება იმუნური სისტემა;
  • მცირდება სტრესი და დაძაბულობა.

 

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/fitness/in-depth/walking/art-20046261