იშიასი - მარტივი მეთოდი, რომელიც საჯდომის ნერვის ტკივილს რამდენიმე წუთში შეგიმსუბუქებთ

იშიასი - მარტივი მეთოდი, რომელიც საჯდომის ნერვის ტკივილს რამდენიმე წუთში შეგიმსუბუქებთ

იშიასი გავრცელებული ჩივილია და პაციენტს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

იშიასი წარმოადგენს ნერვის ტკივილს, რომლის მიზეზიცაა საჯდომის ნერვის ტრავმა, ანთება, გაღიზიანება.

მწვავე კლინიკურ შემთხვევებში რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს - გაითვალისწინეთ, მძიმე ფორმის მართვა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით.

იშიასის შესამსუბუქებლად დაგეხმარებათ შემდეგი მეთოდები:

  • გარკვეული დროის განმავლობაში დაისვენეთ;
  • ეფექტურია კატა-ძროხის პოზა (ვარჯიში Cat-cow მოძებნეთ ინტერნეტში);
  • სცადეთ ხიდის პოზა (Pilates bridge);
  • ნელი ნაბიჯებით და მცირე დისტანციაზე ისეირნეთ, აკონტროლეთ სუნთქვაც;
  • საჯდომის ნერვის ტკივილის დროს დაუშვებელია სირბილი და სხვა ისეთი ტიპის აქტივობა/ფიზიკური დატვირთვა, რომელიც გაამწვავებს სიმპტომს;
  • მტკივნეულ არეში რამდენიმე წუთის განმავლობაში ქსოვილში გახვეული ყინული დაიდეთ. თუ ყინული დისკომფორტს ვერ მოერევა სცადეთ სათბური (საზოგადოებაში ცნობილია როგორც გრელკა);
  • წყალი დადებითად აისახება ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე და თუ შესაძლებელია ცურვით დაკავდით;
  • აკუპუნქტურა. იგი ტრადიციული ჩინური მედიცინის მეთოდია, რომლის დროსაც პრაქტიკოსი ექიმი კანზე ძალიან პაწაწინა და თხელ ნემსებს ამაგრებს;
  • მტკივნეული უბანი დაიმასაჟეთ;
  • აფთიაქში ფარმაცევტს უთხარით სიმპტომის შესახებ და შეგირჩევთ შესაბამის ტკივილგამაყუჩებელს;
  • ძლიერი და ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ კლინიკას სტეროიდული ინექციისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:   

https://hssh.health/blog/12-ways-to-get-sciatica-relief-in-8-minutes-or-less/