იშიასი გავრცელებული ჩივილია და პაციენტს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.
იშიასი წარმოადგენს ნერვის ტკივილს, რომლის მიზეზიცაა საჯდომის ნერვის ტრავმა, ანთება, გაღიზიანება.
მწვავე კლინიკურ შემთხვევებში რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს - გაითვალისწინეთ, მძიმე ფორმის მართვა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით.
იშიასის შესამსუბუქებლად დაგეხმარებათ შემდეგი მეთოდები:
- გარკვეული დროის განმავლობაში დაისვენეთ;
- ეფექტურია კატა-ძროხის პოზა (ვარჯიში Cat-cow მოძებნეთ ინტერნეტში);
- სცადეთ ხიდის პოზა (Pilates bridge);
- ნელი ნაბიჯებით და მცირე დისტანციაზე ისეირნეთ, აკონტროლეთ სუნთქვაც;
- საჯდომის ნერვის ტკივილის დროს დაუშვებელია სირბილი და სხვა ისეთი ტიპის აქტივობა/ფიზიკური დატვირთვა, რომელიც გაამწვავებს სიმპტომს;
- მტკივნეულ არეში რამდენიმე წუთის განმავლობაში ქსოვილში გახვეული ყინული დაიდეთ. თუ ყინული დისკომფორტს ვერ მოერევა სცადეთ სათბური (საზოგადოებაში ცნობილია როგორც გრელკა);
- წყალი დადებითად აისახება ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე და თუ შესაძლებელია ცურვით დაკავდით;
- აკუპუნქტურა. იგი ტრადიციული ჩინური მედიცინის მეთოდია, რომლის დროსაც პრაქტიკოსი ექიმი კანზე ძალიან პაწაწინა და თხელ ნემსებს ამაგრებს;
- მტკივნეული უბანი დაიმასაჟეთ;
- აფთიაქში ფარმაცევტს უთხარით სიმპტომის შესახებ და შეგირჩევთ შესაბამის ტკივილგამაყუჩებელს;
- ძლიერი და ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ კლინიკას სტეროიდული ინექციისთვის.
წყარო:
https://hssh.health/blog/12-ways-to-get-sciatica-relief-in-8-minutes-or-less/
