გიყვართ ბროწეული?
ბროწეული მდიდარია საკვები ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალებით, ანტიოქსიდანტებით - მცირე დოზით შეიცავს ცხიმსა და კალორიებს. გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებით.
სასარგებლოა გულისთვის, ტვინისთვის, საშარდე სისტემისთვის. რეკომენდებულია მათთვის, ვინც ვარჯიშობს, რადგან ეს გემრიელი ხილი ორგანიზმს ამტანობასა და ენერგიას მატებს.
ბროწეული ზრუნავს ორალურ ჯანმრთელობაზე; პირის ღრუში მნიშვნელოვნად ამცირებს მიკრობების რაოდენობას, შესაბამისად, წარმოადგენს კარიესისა და უსიამოვნო სუნის საპრევენციო ბუნებრივ საშუალებას.
ბროწეული სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის - მეცნიერების განმარტებით, ეს ხილი ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ზრდის, ანუ აქვს ერთგვარი პრებიოტიკის ეფექტი.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/12-proven-benefits-of-pomegranate
