რა იწვევს ზურგის ქრონიკულ ტკივილს?
ზურგის ქრონიკული ტკივილისას პაციენტს აქვს მუდმივი დისკომფორტი, რომელიც პერიოდულად ყუჩდება და შემდეგ ისევ ახსენებს თავს. დისკომფორტს აღწერენ როგორც ყრუ ტკივილს, წვის შეგრძნებას ან ბასრ ჩხვლეტისმაგვარს.
ფაქტია, რომ კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ქრონიკული ტკივილი და განსაკუთრებით წელის არეში, გამოწვეულია დაავადების/პათოლოგიის გამო. რასაკვირველია, ზურგის ტკივილი მოსალოდნელია უხერხული მოძრაობის ან წაქცევის გამოც, მაგრამ მსგავსი შემთხვევები იშვიათად რომ ჩივილის წყარო იყოს.
ზურგის ქრონიკული ტკივილისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 6 კვირაზე დიდხანს გრძელდება - განსხვავდება ზურგის მწვავე ტკივილისგან, რომელიც უეცრად ვლინდება და 2-დან 6 კვირაში ყუჩდება.
ზურგის ქრონიკული ტკივილის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- კუნთის მდგომარეობის გაუარესება;
- სხეულის არასათანადო პოზა ან ორგანიზმის მექანიზმები;
- გენეტიკა და ასაკი;
- ტრავმული შემთხვევა;
- კისრისა და ზურგის ქრონიკული დაავადებები;
- ტრავმა ზურგის არეში;
- ავტოავარია, კიბეზე წაქცევა, სიმაღლიდან ვარდნა, ყინულზე დაცემა.
წყარო:
https://www.healthpartners.com/blog/common-causes-of-chronic-back-pain/
