რომელი ზეთი გამოვიყენოთ კერძის მოსამზადებლად?

რომელი ზეთი გამოვიყენოთ კერძის მოსამზადებლად?

გულისა და სხვა ორგანოების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია „ცუდი“ ცხიმი „კარგით“ ჩაანაცვლოთ.

ყველაზე ეფექტური მეთოდია კერძის მოსამზადებლად გამოიყენოთ მცენარეული ზეთი.

ასე გამოიყურება იმ ზეთის სია, რომელიც ნაკლები დოზით შეიცავს ნაჯერ ცხიმს და მეტი რაოდენობით აქვს „უკეთესი ცხიმი“ შემადგენლობაში:

  • კანოლას ზეთი;
  • სიმინდის ზეთი;
  • ზაფრანას ზეთი;
  • სოიოს ზეთი;
  • მზესუმზირის ზეთი;
  • მცენარეული ზეთი.

თავისთავად, გაცილებით ჯანსაღია სეზამის, ავოკადოს, ბრინჯის ზეთი, თუმცა უფრო ძვირია და ყველა სუპერმარკეტში ვერ შეიძენთ.

მცენარეულ ზეთს სიჯანსაღე რომ შეუნარჩუნოთ უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი რეკომენდაციით:

  • წაიკითხეთ ეტიკეტი - უნდა იცოდეთ რომელი ზეთია განკუთვნილი შესაწვავად და რომელი სალათისთვის;
  • აღარ გამოიყენოთ თუ ზეთის გამო ჩნდება ცეცხლი ან კვამლი;
  • მკვეთრი, მძაფრი ან უსიამოვნო სუნის შემთხვევაში ზეთი, ან ვადაგასულია, ან დარღვეულია შენახვის პირობები;
  • ხელახლა არ გააცხელოთ ზეთში შემწვარი საკვები;
  • როცა ერთი კერძის შეწვას დაასრულებთ, ტაფა უნდა გარეცხოთ (დაუშვებელია იმავე ზეთში სხვა კერძის მომზადება);
  • თუ ხშირად არ იყენებთ, პატარა ზომის კონტეინერში დაფასოებული ზეთი შეიძინეთ;
  • ზეთი უნდა შეინახოთ გრილ და ბნელ ადგილას.

 

 

წყარო: 

https://www.heart.org/en/healthy-living/healthy-eating/eat-smart/fats/healthy-cooking-oils