ბევრი ქალის აზრით, მოსაწყენი მამაკაცი და უინტერესო პაემანი გამოიყურება ასე

ბევრი ქალის აზრით, მოსაწყენი მამაკაცი და უინტერესო პაემანი გამოიყურება ასე

მამაკაცებო, ყურადღებით გაეცანით სტატიას.

თითქმის ყველა ქალბატონის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი პაემანი, რომლისთვისაც მაკიაჟის გაკეთება მოგვიანებით უნანია და მოწყენილობისას მთქნარებისგან თავი ძლივს შეუკავებია.

სიმპატიური მამაკაცების (როცა ქალების თვალში რეალურად სიმპატიური ხართ და ეს სტატუსი თვითნებურად არ მიგიწებებია) ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ის, რომ ჰგონიათ მხოლოდ ვიზუალური საკითხით დაიპყრობენ პარტნიორის გულს და სხვა თვისებები არ სჭირდებათ, ცდებით!

ძვირფასო მამაკაცებო, გთხოვთ, საინტერესო თემები წინასწარ მოიფიქრეთ, რადგან რა მიირთვა თქვენმა ძაღლმა ნაკლებად გვაინტერესებს. ასევე არ ვიცით რომელი უფრო უარესია მთელი საღამო ფეხბურთზე ან სხვა სპორტზე საუბარი თუ იმის აღმოჩენა, რომ ზრდასრული მამაკაცი თინეიჯერივით ვიდეოთამაშებით ერთობა.

მოსაწყენია შემდეგი თვისებებ:

• არ იცით და არც გაინტერესებთ ადგილობრივი თუ მსოფლიო სიახლეები, ანუ ვერ ჩაერთვებით ღრმა დისკუსიაში, უარეს შემთხვევაში ამინდის პროგროზსაც კი ვერ მიმოიხილავთ; 
• პირისპირ სხედხართ ქალთან, რომლის შესახებაც არაფერი გაინტერესებთ - რა ჰობი აქვს ის მაინც ჰკითხეთ; 
• მთელი დღე ან საკუთარ თავზე საუბრობთ, ან საშინელი მსმენელი ხართ; 
• არ იხსნებით, მუდმივად რაღაცას მალავთ. ქალებს უყვართ ღრმა ინტიმური საუბარი, სიამოვნებით მოგისმენენ თუ რისი გეშინიათ, რაზე ოცნებობთ, როგორია თქვენი წარსული; 
• ცუდ კომუნიკაციაზე უარესი არაფერია. მეორე პაემანზე არავინ წამოვა თუ პირველზე ჰქონდა შეგრძნება თითქოს კედელს ესაუბრა;
• იუმორის გრძნობა მნიშვნელოვანია. თუ არ გამოგდით ნუ იხუმრებთ;
• ზოგიერთი კაცის მთავარი შეცდომაა ის, რომ არ იენს გულწრფელ ინტერესს.

წყარო:  

https://www.bolde.com/18-reasons-guys-bore-death/