ფეხის 4 პრობლემა და სიმპტომი, რომელიც გამომწვევ დაავადებაზე მიგანიშნებთ

ფეხის 4 პრობლემა და სიმპტომი, რომელიც გამომწვევ დაავადებაზე მიგანიშნებთ

ფეხის ძირითადი დანიშნულებაა გადაადგილებაში დაგეხმაროთ.

თუმცა ქვედა კიდური ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის იდეალური ინდიკატორიცაა და ესა თუ ის სიმპტომი სხვადასხვა დაავადებაზე მიგანიშნებთ.

ზოგიერთი ნიშანი სპეციფიკურია და უშუალოდ ფეხის პრობლემის დროს ჩნდება.

თუ სპაზმი, კრუნჩხვისმაგვარი შეგრძნება გაქვთ ფიზიკური აქტივობის შემდეგ და განსაკუთრებით სიცხეში, სავარაუდოდ, ორგანიზმში სითხის დეფიციტია. ნორმალური რელაქსაციისა და შეკუმშვისთვის კუნთებს წყალი და ელექტროლიტები სჭირდება.

პერიფერიული არტერიული დაავადების დროს ვარჯიშის ფონზე პაციენტებს ფეხის ტკივილი უვლინდებათ, ასევე ქვედა კიდურში სუსტი პულსი და ფერმკრთალი კანი აქვთ, ფეხზე ჭრილობა გვიან ან საერთოდ არ უხორცდებათ.

დიდი ალბათობით დიაბეტი გაქვთ თუ უჩივით ფეხის ტკივილს, წვის შეგრძნებას, დაბუჟებასა და ჩხვლეტას.

ყველაზე გავრცელებული ჩივილი ფეხის შეშუპებაა და ამ სიმპტომს არაერთი მდგომარეობა იწვევს. ყველაზე ნაკლებად სანერვიულოა თუ დაბუჟების მიზეზია ტრავმა (დაჭიმულობა, ფეხის გადაძაბვა).

დაბუჟებას შესაძლოა იწვევდეს ისეთი სერიოზული დაავადებები როგორიცაა:

  • თრომბი ფეხში;
  • გულის უკმარისობა;
  • თირკმლის დაავადება ან თირკმლის უკმარისობა;
  • ღვიძლის დაავადება.

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.health.harvard.edu/pain/4-leg-problems-and-what-might-be-causing-them