სამწუხაროდ, ბევრი პაციენტი ამ ჩივილს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და დროულად არ მიმართავს ექიმს.
როგორც წესი, გულის დაავადებასთან ასოცირდება გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი სხეულის ამ არეში და დიახ, ეს სწორი მიდგომაა, თუმცა გულის დაავადებებს სხვა მაფრთხილებელი სიმპტომებიც აქვს. უცნაურია, მაგრამ გულმკერდის ტკივილი ყოველთვის არ ფიქსირდება გულის დაავადების მქონე პაციენტებში.
კარდიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც ფიზიკური აქტივობისას პროვოცირდება და დასვენების ფონზე ყუჩდება, შესაძლოა გულთან იყოს დაკავშირებული.
განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ შემდეგი მდგომარეობებისას:
- ცუდი ქოლესტეროლი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- დიაბეტი;
- ხართ თამბაქოს მომხმარებელი;
- გაქვთ არააქტიური ცხოვრების წესი;
- ჭარბი წონა;
- ოჯახის წევრს აქვს გულის დაავადება.
გულის პრობლემის მანიშნებელი შესაძლოა იყოს შემდეგი ნიშნები:
- დაღლილობა;
- ტკივილი, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ;
- სუნთქვის უკმარისობა;
- კიდურის შეშუპება;
- აჩქარებული გულისცემა.
წყარო:
https://www.health.harvard.edu/heart-health/5-overlooked-symptoms-that-may-signal-heart-trouble
