ჩუმი ინფარქტი - შეიძლება გულის შეტევა გადაიტანეთ და ვერ გაიგეთ

ჩუმი ინფარქტი - შეიძლება გულის შეტევა გადაიტანეთ და ვერ გაიგეთ

ჩუმი გულის შეტევა!

გულის დაავადება მსოფლიოს მასშტაბით კვლავ რჩება პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დამძიმებისა თუ ფატალური შედეგის ერთ-ერთი გავრცელებული გამომწვევი მიზეზი როგორც ქალებში, ისე კაცებში.

საფრთხე გაორმაგებულია, რადგან ბევრმა ადამიანმა დიაგნოზის შესახებ არაფერი იცის, ანუ ინფარქტი შეიძლება გადაიტანა, თუმცა მსუბუქი სიმპტომების გამო დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა.

ჩუმი ინფარქტის დროს კლასიკური მწვავე გულმკერდის ტკივილი არ ვლინდება და ამის ნაცვლად პაციენტს აწუხებს მხოლოდ მსუბუქი დისკომფორტი, დაღლილობა, გულძმარვა, გრიპისმაგვარი ნიშნები. სამწუხაროდ, საფრთხე რეალურია - მიუხედავად უმნიშვნელო სიმპტომებისა გულის კუნთი სერიოზულ დაზიანებას იღებს და იზრდება მწვავე კარდიული შემთხვევის რისკი.

სტატისტიკურად, ჩუმი გულის შეტევა ფიქსირდება ინფარქტის შემთხვევათა 45%-ში - დიაგნოზი გაცილებით ხშირია მამაკაცებში.

ჩუმი ინფარქტი შეიძლება აგერიოთ სხვა დაავადებაში და ამიტომ უნდა იცოდეთ რომელი სიმპტომებია საყურადღებო:

  • ანგინა ან დისკომფორტი გულმკერდის არეში;
  • დაღლილობა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • გულძმარვის მსგავსი შეგრძნება;
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება;
  • ხანგრძლივი, ძლიერი დაღლილობა;
  • შეგრძნება თითქოს გულმკერდში ან ზურგის ზედა არეში კუნთი დაგეჭიმათ.

ამ ტიპის ინფარქტის დიაგნოსტირება ხდება სრულიად შემთხვევით, მაგალითად, როდესაც ადამიანი სხვა მიზეზით (სხვა ჩივილით) მიმართავს კლინიკას და იტარებს ექოკარდიოგრამას ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას.

 

წყარო:

https://www.franciscanhealth.org/community/blog/symptoms-of-a-silent-heart-attack