თევზეულის მოყვარულთათვის ძალიან კარგი სტატია გვაქვს.
თევზის ქონი ის ჯანსაღი საკვებია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას.
სხეულს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა არაერთი ორგანოსა და სისტემისთვის სჭირდება, მაგალითად, კუნთის აქტივობისა თუ ჯანსაღი უჯრედის ზრდისთვის. ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს ამ ცხიმოვან მჟავას, შესაბამისად, რაციონიდან შეიწოვება.
ყველა ვიტამინისა და მინერალის შესანარჩუნებლად სასურველია თევზი იყოს ღუმელში გამომცხვარი და არა შემწვარი.
ომეგა-3 ასევე გვხვდება თხილეულში, თესლეულსა და მცენარეულ ზეთში.
მეცნიერებისთვის დაზუსტებით უცნობია თუ რამდენად რეკომენდებულია თევზის ქონი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ალერგიული რეაქცია ზღვის პროდუქტების მიმართ - ამ კატეგორიაში მყოფ პირებს ვურჩევთ კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ალერგოლოგთან და თვითნებურად არ მიიღონ პროდუქტი, რომელიც ანამნეზიდან გამომდინარე მათი ორგანიზმისთვის მავნედ ითვლება.
თევზის ქონი სასარგებლოა გულისთვის, არტერიული წნევის დასარეგულირებლად, ცუდი ქოლესტეროლისა და მაღალი ტრიგლიცერიდების შესამცირებლად, რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელი ტკივილის გასაყუჩებლად.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/drugs-supplements-fish-oil/art-20364810
