მეტეოპათია - ამინდის ან სეზონის გავლენა განწყობაზე

მეტეოპათია - ამინდის ან სეზონის გავლენა განწყობაზე

რა არის მეტეოპათია?

მეტეოპათია ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია ამინდისა თუ სეზონის ცვლილების გამო.

ფსიქოლოგების განმარტებით, დისკომფორტის მიზეზია ის, რომ ორგანიზმს უჭირს ადაპტირდეს ამინდის ცვლილებაზე.

მეტეოპათია ხასიათდება დეპრესიული სიმპტომებით, რომელიც თავს იჩენს რეგულარულად ერთსა და იმავე დროს და როგორც წესი, ზამთარში. კლინიკური სიმპტომები ჩნდება შემოდგომის დასაწყისში, პიკს აღწევს ზამთარში და პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება ზაფხულში.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ზაფხულის მეტეოპათიაც ვლინდება, თუმცა ეს ძალიან იშვიათი ფორმაა და პაციენტთა მხოლოდ 3%-ს აწუხებს. ზაფხულის მეტეოპათიის სიმპტომები ვლინდება ადრეულ გაზაფხულზე და მწვავდება ზაფხულის სეზონზე - ამ ტიპის მეტეოპათიისას პაციენტი შვებას გრძნობს ზამთარში.

მეტეოპათიის დროს ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • დეპრესიული განწყობა;
  • გაღიზიანება;
  • შფოთვა;
  • ძილიანობა;
  • სოციალური იზოლაციისკენ მიდრეკილება;
  • დაუძლურება, დაქანცულობა;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • მომატებული მადა;
  • მუცლის ტკივილი;
  • სახსრის ტკივილი.

ამ დიაგნოზისკენ მიდრეკილი რისკ-ჯგუფებია:

  • ქალები;
  • ხანდაზმულები;
  • ანამნეზში დეპრესია და შფოთვა;
  • სტრესული და არარეგულარული ცხოვრების სტილი.

 

 

წყარო: 

https://international.grupposandonato.com/zh/news/meteoropathy-how-it-manifests-itself-and-how-it-is-treated