რა არის სეპტოპლასტიკა?
სეპტოპლასტიკა ცხვირის ქირურგიული ოპერაციაა - მოწოდებულია ძგიდის გამრუდების სამკურნალოდ, დეფორმაციის გასასწორებლად.
ცხვირის ძგიდის გამრუდება გავრცელებული ჩივილია; ამ დიაგნოზის გამო პაციენტებს ხშირად უჭირთ ცხვირით სუნთქვა. სეპტოპლასტიკა რეკომენდებულია იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ცხვირის ძგიდის გამრუდება იწვევს ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად დაქვეითებას, სუნთქვის გაძნელებასა და ხშირ სისხლდენას.
ოპერაციიდან 3-6 თვის ვადაში ცხვირის ქსოვილი სტაბილური ხდება, თუმცა დროთა განმავლობაში მოსალოდნელია ხრტილმა ფორმა შეიცვალოს.
ბევრი პაციენტი ადასტურებს, რომ სეპტოპლასტიკამ გააუმჯობესა მდგომარეობა, აღმოფხვრა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, ოპერაციის შედეგი ერთ კლინიკურ შემთხვევაში შეიძლება სრულყოფილი იყოს და იგივე ეფექტი არ ჰქონდეს მეორე პაციენტს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/septoplasty/about/pac-20384670
