როგორ ამოვიცნოთ ლარინგიტი?
ლარინგიტი გაღიზიანების ან ინფექციის გამო ჩამოყალიბებული ხორხის ანთებაა.
ლარინგიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
ლარინგიტის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, მაგალითად, მოწოდებულია ხმის დასვენება ან დიდი რაოდენობით სითხის მიღება.მწვავე ლარინგიტის ეპიზოდის დროს ხმის გადაძაბვა დაუშვებელია, რადგან ზედმეტი აქტივობისას მოსალოდნელია დაზიანდეს ხმის იოგები.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ლარინგიტის სიმპტომები არ ალაგდება 2 კვირის განმავლობაში.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
სასწრაფოდ დაუკავშირდით პედიატრს თუ ბავშვს გამოუვლინდა:
როგორც წესი, მწვავე ლარინგიტი ერთ კვირაში იკურნება - თვითმკურნალობის ფონზე მდგომარეობა მარტივად უმჯობესდება.
ქრონიკული ლარინგიტის მართვისთვის კი აუცილებელია გამომწვევი მიზეზის (მაგალითად, გულძმარვა, თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი დოზა)განკურნება.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დანიშნულებით მიიღოთ სპეციფიკური მედიკამენტები (ანალიზის საფუძველზე გამოწერილი ანტიბიოტიკი ან კორტიკოსტეროიდი).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/laryngitis/diagnosis-treatment/drc-20374267
