დაღლილობა და საერთო სისუსტე

დაღლილობა და საერთო სისუსტე

ამ სიმპტომებს არაერთი მდგომარეობა თუ დაავადება იწვევს.

ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: 

• ჰიპოგლიკემია;
• დაბალი არტერიული წნევა; 
• ზედმეტი კოფეინი; 
• გაუწყლოება;
• მედიკამენტი (გვერდითი ეფექტი); 
• არარეგულარული გულისცემა; 
• კანკალი; 
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი; 
• პარკინსონის დაავადება.

ზოგიერთი მდგომარეობს მართვა მარტივია - არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას.

მაგალითად, მსუბუქი გაუწყლოებისას (ერთ-ერთი მანიშნებელია მუქი ფერის შარდი) დალიეთ წყალი. 

თუ მიზეზი ზედმეტი კოფეინია, მაქსიმალურად შეამცირეთ დოზა. 

ზოგჯერ მიზეზი არაჯანსაღი რაციონია, შესაბამისად, მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ პროდუქტებს თუ მიირთმევთ ორგანიზმს ძალა შეემატება.

სხეულის გაკაჟებისა და განწყობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ფიზიკური აქტივობა - თუ რიგი მიზეზების გამო ინტენსიურ დატვირთვას ვერ ახერხებთ, ყოველდღე და რეგულარულად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

თუმცა ზოგჯერ დაღლილობასა და საერთო სისუსტეს გაცილებით სერიოზული პათოლოგია იწვევს და მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციით მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები მწვავდება და რიგი ღონისძიებების მიუხედავად შვებას ვერ გრძნობთ - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია დაინიშნოს სისხლის ანალიზი და სხვა სადიაგნოსტიკო კვლევები, დადგინდეს გამომწვევი მიზეზი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/feeling-weak-and-shaky-and-tired#home-remedies