საუბარია ძვლის ზედმეტ წანაზარდზე.
როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ძვლის დეზი არ იწვევს სერიოზულ დისკომფორტს, შესაბამისად, არ საჭიროებს სპეციფიკურ სამედიცინო ჩარევას.
თუმცა მკურნალობის კურსის დაწყებაა საჭირო თუ დიაგნოზის გამო პაციენტს უჭირს ნორმალურად გადაადგილება და დაერღვა ყოველდღიური აქტივობის ტემპი. სერიოზული გართულებისა და მწვავე სიმპტომების მართვას სახლის პირობებში ვერ შეძლებთ და ამ დროს აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
ძვლის დეზის გარშემო მსუბუქი ანთებითი პროცესის დაცხრობა ნამდვილად შესაძლებელია სახლის პირობებში. რეკომენდებულია:
- შეშუპების შესამცირებლად პერიოდულად დაიდეთ ქსოვილში გახვეული ყინული;
- დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი;
- სასურველია დაზიანებული უბანი მოდუნდეს, ანუ დაისვენოთ;
- აფთიაქში იყიდება ფეხსაცმლის ბალიშები, რომელიც სიარულის დროს ძვლის დეზზე ზეწოლას ამცირებს.
თუ სახლის პირობებში გაწეული მკურნალობის მეთოდები სასურველ შედეგს არ გამოიღებს და პაციენტი თავს უკეთ არ იგრძნობს, ექიმი დანიშნავს:
- ფიზიოთერაპიას;
- ტკივილისა და ანთების შესამცირებელ ინექციებს;
- კუნთის მოსადუნებელ საშუალებებს;
- ოპერაციას.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/10395-bone-spurs-osteophytes
