ნეიროსიფილისი - სიფილისის გართულება, რომელიც სერიოზულ ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს

ნეიროსიფილისი - სიფილისის გართულება, რომელიც სერიოზულ ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს

რა არის ნეიროსიფილისი?

ნეიროსიფილისი სიფილისის გართულებაა. მას სერიოზული ნევროლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია, მაგალითად, შესაძლოა გახდეს ინსულტისა და პარალიზის მიზეზი.

მედიცინისთვის ცნობილია ნეიროსიფილისის სხვადასხვა ფორმა (შესაბამისი სიმპტომატიკით); მოსალოდნელია გამოვლინდეს სიფილისის ნებისმიერ სტადიაზე.

აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა.

ნეიროსიფილისი შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ნებისმიერ პირს, რომელსაც სიფილისის ინფექცია აქვს. სიფილისის რისკის წინაშე ხართ თუ კავდებით დაუცველი ინტიმური კავშირით ინფექციის მატარებელ პირთან - დაავადება გადამდებია და გადადების გზაა ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსი.

სიფილისი სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული ინფექციაა - სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2020 წელს აშშ-ში 133 000 ოფიციალური კლინიკური შემთხვევა აღირიცხა.

მკურნალობისთვის მოწოდებულია შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია. მკურნალობის კურსის დასრულების შემდგომ იმის დასადასტურებლად, რომ ინფექციამ არ დააზიანა (შეაღწია) ცენტრალური ნერვული სისტემა და პათოლოგია ნამდვილად ალაგდა, ინიშნება სისხლის ანალიზები.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24772-neurosyphilis