რა არის მაკროგლოსია?
მაკროგლოსია არის გიგანტური ენა, ენის ზომაში გადიდება. იშვიათი მდგომარეობაა - ზრდასრულებთან შედარებით ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ადამიანების უმეტესობა მაკროგლოსიით იბადება - თანდაყოლილ შემთხვევებში მიზეზია სხვადასხვა ტიპის დაავადება. თუ მაკროგლოსია შეძენილია მიზეზია კიბოს ზოგიერთი ფორმა ან მწვავე ინფექცია.
მაკროგლოსიის დროს ენა იმდენად დიდი ზომისაა, რომ პირის ღრუდან გარეთაა გამოწეული. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ჭამის, სუნთქვის ან საუბრის პრობლემა.
როგორც წესი, მაკროგლოსია მემკვიდრულ მდგომარეობებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, პრევენცია შეუძლებელია. სხვა კლინიკურ შემთხვევებში (იგულისხმება შეძენილი) რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად დაიცვათ თავი ინფექციური დაავადებებისგან.
მაკროგლოსიით ავადობის ზუსტი სტატისტიკა უცნობია, რადგან ეს სიმპტომი ბევრი სხვა დაავადების ნიშანია და ამასთან, ანამნეზში ამ მდგომარეობის მიუხედავად ყველა პაციენტს არ ეზრდება ენა ზომაში.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22544-macroglossia
