მიელოპათია - რა სიმპტომები ჩნდება ზურგის ტვინის კომპრესიისას?

მიელოპათია - რა სიმპტომები ჩნდება ზურგის ტვინის კომპრესიისას?

რა არის მიელოპათია?

მიელოპათია ზურგის ტვინის კომპრესიაა.

ზურგის ტვინის დეკომპრესიისთვის განკუთვნილ ოპერაციამდე განიხილება მკურნალობის არაქირურგიული მეთოდები.

მიელოპათია იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  • ტკივილი კისრისა თუ ზურგის არეში;
  • კიდურების დაბუჟება, სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება;
  • პაციენტს უჭირს პატარა ზომის ნივთების აწევაც კი;
  • ბალანსისა თუ კოორდინაციის დარღვევა;
  • პაციენტი ვეღარ აკონტროლებს კუჭისა და შარდის ბუშტის მოქმედებას.

ზურგის ტვინის კომპრესია აზიანებს და გავლენას ახდენს იმ უამრავ ნერვზე, რომელიც აკონტროლებს სხეულის მოძრაობის უნარს, ასევე სხვა ფუნქციებს. სიმპტომები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე თუ ზურგის ტვინის რომელი ნაწილია დაზიანებული.

გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • დისკის თიაქარი;
  • ინფექცია და ანთება;
  • ნეიროდეგენერაციული დაავადება;
  • სპინალური სტენოზი;
  • სპონდილოზი;
  • ტრავმული დაზიანება;
  • სიმსივნე.

მიელოპათიით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა დიაგნოზი განსაკუთრებით გავრცელებულია 40 წელს გადაცილებულ პირებში. სტატისტიკის მიხედვით, მიელოპათია უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ.

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21966-myelopathy