ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ შიმშილი არ გაწუხებთ - უმადობა ბევრი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომია.
მადის დაკარგვას სამედიცინო ენაზე ანორექსია ეწოდება - ეს ტერმინი არ აგერიოთ კვებით აშლილობაში, რომელიც ნერვული ანორექსიითაა ცნობილი.
მადის დაკარგვისას შენიშნავთ რომ:
- სისავსეს გრძნობთ;
- აღარ მოგწონთ საკვების სუნი, ვიზუალური მხარე ან გემო;
- არ გსურთ სხვებთან ერთად სადილობა.
მადა შესაძლოა დაკარგოთ უეცრად ან დროთა განმავლობაში. აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია თუ კვირაზე მეტია მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ანუ მადა არ დაგიბრუნდათ.
ხშირად, მადის დაკარგვას თან ერთვის შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა ან უენერგიობა;
- გულისრევა ან ღებინება;
- კუნთის სისუსტე;
- შეკრულობა ან დიარეა;
- კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის ცვლილება.
მადა დაკარგეთ თუ გეცნობათ შემდეგი ნიშნები:
- საკვები აღარ გაინტერესებთ;
- თქვენი საყვარელი პროდუქტი აღარ გიზიდავთ;
- გამოტოვეთ საუზმე, სადილი, ან ვახშამი;
- წონის ცვლილება.
მადის დაკარგვის ფიზიკური მიზეზებია:
- ტკივილი;
- გაუწყლოება;
- დენტალური პრობლემები ან კბილის ტკივილი;
- ტრავმა;
- ყნოსვის ან გემოს დაკარგვა;
- პაციენტი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.
ფსიქოლოგიური მიზეზებია:
- შფოთვა;
- კვებითი აშლილობა;
- ემოციური რეაქცია;
- დეპრესია;
- სტრესი.
უმადობის მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი ტიპის დაავადებები:
- გაციება;
- ინფექცია;
- კიბო;
- დემენცია;
- დიაბეტი;
- კვებითი ინტოქსიკაცია;
- გულის, ფილტვის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
- ჰიპოთირეოზი.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში უმადობა მედიკამენტის გვერდითი ეფექტია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24228-loss-of-appetite
