ყნოსვის დაკარგვა - როდესაც გაციების ან სხვა მდგომარეობის გამო ვეღარ გრძნობთ სუნს

ყნოსვის დაკარგვა - როდესაც გაციების ან სხვა მდგომარეობის გამო ვეღარ გრძნობთ სუნს

ყნოსვის დაკარგვას სამედიცინო ენაზე ანოსმია ეწოდება.

ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მდგომარეობის გამო პაციენტი ვეღარ ახერხებს სუნის ამოცნობას, დათრგუნული აქვს ყნოსვის უნარი.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია გაციება ან სინუსური ინფექცია, თუმცა ზოგჯერ ანოსმია ისეთი საშიში პათოლოგიის მანიშნებელია როგორიცაა დიაბეტი ან ტვინის ტრავმული დაზიანება.

რამდენიმე მდგომარეობა, რომელიც ბლოკავს/ახშობს ცხვირს:

  • ცხვირის პოლიპი;
  • გაციება;
  • გრიპი;
  • ცხვირის გაჭედვა;
  • სინუსიტი;
  • კორონავირუსი;
  • ალერგიული რინიტი ან სხვა ტიპის ალერგია;
  • ცხვირის ძგიდის გადახრა.

რამდენიმე მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს რეცეპტორებზე:

  • ალცჰაიმერის დაავადება;
  • ტვინის სიმსივნე;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • პარკინსონის დაავადება;
  • შოგრენის სინდრომი.

სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • თამბაქო;
  • ჭარბი წონა;
  • ტვინის ტრავმული დაზიანება;
  • დიაბეტი.

იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში ადამიანები ანოსმიით იბადებიან, ანუ ყნოსვის შეგრძნება დაბადებიდან აქვთ დაქვეითებული. ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერასდროს შეძლებენ სუნის სათანადოდ აღქმას. სტატისტიკურად, აშშ-ში 1 000 ადამიანი ცხოვრობს თანდაყოლილი ანოსმიით.

ყნოსვის დაკარგვის გამო იზრდება შემდეგი რისკი:

  • საკვებით მოწამვლა. ყნოსვის დაკარგვის ფონზე ადამიანი ვერ ახერხებს გემოს გასინჯვას, შესაბამისად, ვადაგასული პროდუქტის იდენტიფიცირება გაუჭირდება;
  • ხანძრის შემთხვევაში ვიდრე ცეცხლს არ დაინახავს ვერ იგრძნობს კვამლს, ანუ სუნი არ შეაწუხებს;
  • ყნოსვის დაკარგვისას შესაძლოა ჩაისუნთქოთ ბუნებრივი აირი ან სხვა მავნე ქიმიკალი და ვერ მიხვდეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21859-anosmia-loss-of-sense-of-smell