იმუნოდეფიციტური დარღვევა - როცა ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ ებრძვის ინფექციებსა და დაავადებებს

იმუნოდეფიციტური დარღვევა - როცა ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ ებრძვის ინფექციებსა და დაავადებებს

რა არის იმუნოდეფიციტური დარღვევა?

 

იმუნოდეფიციტური დარღვევის გამო ორგანიზმს უჭირს სათანადოდ გაუმკლავდეს ინფექციებსა და დაავადებებს. ამ ტიპის დარღვევის გამო ადამიანი მარტივად ინფიცირდება ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით. ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმს უჭირს დამოუკიდებლად ებრძოლოს ბაქტერიას, ვირუსს, პარაზიტს.

იმუნოდეფიციტური დარღვევა ან თანდაყოლილია, ან შეძენილი.

მედიცინისთვის ცნობილია ასობით ტიპის იმუნოდეფიციტური დარღვევა და თითოეულს უნიკალური სიმპტომები აქვს. თუმცა არის რამდენიმე ნიშანი, რომელიც ადამიანს მიანიშნებს იმაზე, რომ მისი იმუნური სისტემა დაქვეითებულია და დახმარებას, სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

იმუნოდეფიციტური დარღვევის მქონე პირები მიდრეკილები არიან ხშირი ინფექციებისკენ. 

იმუნიტეტის პრობლემა გაქვთ თუ ხშირად გაწუხებთ: 

• ვარდისფერი თვალი; 
• სინუსური ინფექციები; 
• გაციება; 
• ღრძილის ქრონიკული დაავადება; 
• კანდიდოზური სტომატიტი; 
• ფილტვის ანთება; 
• სოკოვანი ინფექცია; 
• მუცლის ქრონიკული ტკივილი; 
• წონის კლება. 

იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანია პროტეინი - სწორედ ამიტომ რაციონი მუდმივად უნდა იყოს გაჯერებული ცილოვანი საკვებით.

სათანადოდ გამოძინებული ორგანიზმი გაცილებით მარტივად ებრძვის ინფექციას, შესაბამისად, უძილობა უნდა მოიწესრიგოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/immunodeficiency-disorders