რა არის ცერვიკალური სტენოზი?
ცერვიკალური სტენოზი მდგომარეობაა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ხერხემლის არხი ვიწროა ნერვის ფესვისა და ზურგის ტვინისთვის - შედეგად ზიანდება ზურგის ტვინი.
ცერვიკალური სტენოზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს იმ ფაქტორთა კომბინაცია, რომელიც ზურგის ტვინის კომპრესიის კრიტიკული ზღვარის მიზეზი ხდება, მაგალითად, დეგენერაციული ართრიტი, იოგების ზომაში ზრდა, რევმატოიდული ართრიტი, პათოლოგიური ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა.
ცერვიკალური სტენოზისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- კისრის ტკივილი;
- ტკივილი ზედა კიდურებში;
- ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება ზურგის არეში;
- მკლავების დაბუჟება;
- კოორდინაციის დარღვევა;
- პაციენტს უჭირს კუჭისა და ნაწლავის მოქმედების კონტროლი;
- სისუსტე და დაბუჟება ფეხებში;
- ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა.
აღსანიშნავია, რომ ცერვიკალური სტენოზი ყოველთვის არ მწვავდება და არ იწვევს პროგრესირებად სიმპტომებს.
ბევრ პაციენტს სტენოზი მსუბუქ ფორმაში აქვს და იშვიათად საჭიროებს მკურნალობას.
ცერვიკალური სტენოზის სიმპტომები ექვემდებარება მედიკამენტურ და ფიზიოთერაპიას.
ფეისბუქის სათაური:
რა არის ცერვიკალური სტენოზი?
წყარო:
https://med.virginia.edu/neurosurgery/services/spine-surgery/cervical-stenosis/
