ფიზიკური დაღლილობის მსგავსად ხანგრძლივმა გონებრივმა დატვირთვამ შესაძლოა შემეცნებითი გამოფიტვა გამოიწვიოს.
როგორც კი დაღლილობას შეამჩნევთ აუცილებელია შეწყვიტოთ საქმე და გონება დაასვენოთ - ზოგჯერ 15 წუთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ტვინმა ენერგიის გადახარშვა და ძალის აღდგენა მოასწროს.
მოდუნდით და დააკვირდით სხეულის რა არეში გრძნობთ დაჭიმულობას, ზეწოლას.
გირჩევთ:
- გამორთეთ კომპიუტერი ან სხვა ელექტრომოწყობილობა და დახუჭეთ თვალები;
- ოთახში შეამცირეთ სინათლე - ზოგჯერ დისკომფორტის მიზეზი კაშკაშა სინათლეა;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხმაურს;
- თუ შესაძლებელია წამოწექით.
პრევენციისთვის რეკომენდებულია:
- ღამით მშვიდი ძილი;
- შეადგინეთ დავალების გეგმა და ეტაპობრივად შეასრულეთ - ნურც სამსახურში და ნურც პირად ცხოვრებაში დაკისრებულ მოვალეობაზე მეტს ნუ აიღებთ;
- არასდროს თქვათ უარი კუთვნილ შვებულებასა და უქმეებზე განტვირთვაზე;
- რეგულარულად ივარჯიშეთ;
- ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/cognitive-fatigue#what-is-it
