ლამინექტომია - ხერხემლის არხის გაფართოება ნერვზე ზეწოლის შესამცირებლად

ლამინექტომია - ხერხემლის არხის გაფართოება ნერვზე ზეწოლის შესამცირებლად

რა არის ლამინექტომია?

ლამინექტომია ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ქირურგი კვეთს ხერხემლის ძვლის ნაწილს ან უკანა რკალს. საუბარია ფირფიტაზე, შრეზე, რომელიც ფარავს ხერხემლის არხს.

ლამინექტომიისას ფართოვდება ხერხემლის არხი, შესაბამისად, ნაკლები ზეწოლა ადგება ნერვსა და ზურგის ტვინს. ლამინექტომია წარმოადგენს დეკომპრესიულ ქირურგიულ მანევრს, რომლის დანიშნულებაც ზეწოლის, წნევის, შეკუმშვის შემსუბუქებაა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ხერხემლის არხში ზეწოლის მიზეზია ძვლის ჭარბი ზრდა. ძვლოვანი მასის პათოლოგიური ზრდის მიზეზია ბიოლოგიური ასაკი (ხანდაზმულობა) ან ხერხემალში ართრიტი. საყურადღებოა გენეტიკური წინასწარგანწყობაც.

ლამინექტომია ინიშნება მაშინ, როდესაც მედიკამენტურ კურსს, ფიზიოთერაპიას ან ინექციებს სასურველი შედეგი არ მოაქვს, ან სიმპტომები ძლიერია და პაციენტის მდგომარეობა ტკივილისა თუ დაბუჟების ფონზე მწვავდება, შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი ქვეითდება.

ლამინექტომია არ კურნავს უშუალოდ ზურგის ტკივილს.

ლამინექტომიის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიოთერაპია - კურსის მიზანია გაუმჯობესდეს ძვალ-სახსროვანი სისტემა, გამკვრივდეს კუნთები.

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/tests-procedures/laminectomy/about/pac-20394533