სპინალური სტენოზი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

სპინალური სტენოზი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

სპინალური სტენოზი ხერხემლის არხის შევიწროებაა, რომელიც იწვევს ზეწოლას ხერხემალში გამავალ ნერვებზე.

როგორც წესი, სპინალური სტენოზი ყალიბდება ზურგის ქვედა არესა და კისერში.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პათოლოგიურ პროცესს უსიმპტომობა ახასიათებს, თუმცა ზოგჯერ პაციენტი უჩივის ისეთ დისკომფორტს როგორიცაა: ჩხვლეტა, კუნთების სისუსტე, ტკივილი, დაბუჟება. დაავადების პროგრესირების ფონზე სიმპტომები მეტად მწვავდება.

ნეიროქირურგები ადასტურებენ, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტთა დიდი ნაწილი 50 წელს გადაცილებულია.

სპინალურ სტენოზს უმეტესად იწვევს დეგენერაციული ცვლილებები - ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია ტრავმა, სკოლიოზი, ისეთი გენეტიკური დაავადება, რომელიც ზემოქმედებს ძვალზე.

დიაგნოსტირებისთვის ექიმი შეისწავლის პაციენტის სამედიცინო ისტორიას, გაეცნობა ჩივილებს.

ინიშნება შემდეგი ტიპის კომპიუტერული კვლევები:

  • რენტგენი;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

სპინალური სტენოზის მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე.

ზოგჯერ ინიშნება მედიკამენტური თერაპია (ანთების საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტები, შეტევის საპრევენციო და სხვა).

სასარგებლოა ფიზიოთერაპია - სპეციალური სავარჯიშო პროგრამა მიმართულია ბალანსის გაუმჯობესებაზე, ხერხემლის გამკვრივებაზე.

ნერვის ფესვის არეში ტკივილისა და შეშუპების შესამსუბუქებლად სტეროიდული მედიკამენტი კეთდება.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ინიშნება ოპერაცია.

 

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/spinal-stenosis/diagnosis-treatment/drc-20352966