მხრის წნულის დაზიანება

მხრის წნულის დაზიანება

მკურნალობის რა მეთოდებია შემუშავებული მხრის წნულის დაზიანების სამართავად?

მხრის წნული (სისხლძარღვებისა და ნერვების ბადისებრი გაერთიანება) იმ ნერვების ჯგუფია, რომელიც ზურგის ტვინიდან მკლავებამდე, მხრამდე, ხელებამდე სიგნალებს გზავნის.

მხრის წნულის დაზიანება ნიშნავს იმას, რომ ეს ნერვები დაიჭიმა, ერთად შეიკუმშა, გაიგლიჯა.

მხრის წნულის მსუბუქი დაზიანება მოსალოდნელია კონტაქტურ სპორტში, მაგალითად, ფეხბურთში. ზოგჯერ ახალშობილი ამ ტიპის დაზიანებას დაბადებისას იღებს. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზია ანთებითი პროცესი ან სიმსივნე. ყველაზე სერიოზული დაზიანება მოსალოდნელია ავტოავარიის დროს. მწვავე კლინიკურ შემთხვევაში დაზიანებამ შესაძლოა მხრის პარალიზი გამოიწვიოს.

მსუბუქი დაზიანებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ელექტრო შოკის მსგავსი ან წვისმაგვარი შეგრძნება;
  • სისუსტე და დაბუჟება მხარში.

სერიოზული დაზიანების ნიშნებია:

  • პაციენტს უჭირს ხელის, მხრის ან მკლავების კუნთების გამოყენება;
  • პაციენტი კარგავს შეგრძნებას მხარში;
  • ძლიერი, ინტენსიური ტკივილი.

გაითვალისწინეთ, მხრის წნულის დაზიანების გამო ხანგრძლივი სისუსტე ან ქმედუუნარობაა მოსალოდნელი. მაშინაც კი თუ სიმპტომები უმნიშვნელო გეჩვენებათ აუცილებელია მდგომარეობა შეაფასებინოთ პროფესიონალს.

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ:

  • სიმპტომი ქრება და შემდეგ ისევ გახსენებთ თავს ან დისკომფორტი სწრაფად არ ალაგდა;
  • სისუსტე ხელში ან მხარში;
  • კისრის ტკივილი;
  • ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი ორივე მხარში.

მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაზიანების სერიოზულობაზე, ტრავმის ტიპზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, სიმპტომების სიმწვავეზე.

დაჭიმული ნერვი დამოუკიდებლად განიკურნება.

კუნთებისა და სახსრების გასამკვრივებლად და დაჭიმულობის საპრევენციოდ შესაძლოა დაინიშნოს ფიზიოთერაპია.

ნერვის სერიოზული დაზიანების დროს მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ქირურგიული ჩარევაა.

ნერვის ქსოვილი ნელა იზრდება და შესაძლოა ბევრი წელი დასჭირდეს იმას, რომ პაციენტმა ოპერაციის შემდეგ ფინალური, სასურველი შედეგი მიიღოს. რეაბილიტაციის პროცესში სახსრის უკეთესი მანევრულობისთვის კარგი იქნება შესაბამისი ვარჯიში, მკურნალი ექიმის ნებართვითა და რეკომენდაციით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/brachial-plexus-injury/symptoms-causes/syc-20350235